დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმე – დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. ამ წუთებში უსმენენ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილ წევრს. გიორგი სვანაძე პროცესში პრემიერის დავალებით, 2014 წელს სიტუაციაში გასარკვევად ჩაერთო.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს.