„ქართული მარშის“ დაკავებული წევრებიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ბექა რევაზიშვილსა და ოლეგ დანგაძეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა ედებათ ბრალად და ისინი 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდნენ.

რაც შეეხება „ქართული მარშის“ კიდევ ორ წევრს, ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ონიანი და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებული ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში  დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. გიორგი ონიანმა დარბაზი ხმაურით დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდა.