ვანდალური ფაქტი მარნეულში

უცნობმა პირებმა სოფელ კუშჩუში, გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი დააზიანეს. სოფელში ეს ჯვრის დაზიანების მეორე შემთხვევაა, პირველი იანვარში მოხდა. მაშინ ჯვარი მოჭრეს და მოიპარეს. ამჯერად მისი წაღება სავარაუდოდ ვეღარ მოახერხეს და დააზიანეს. ადგილზე ჩავიდნენ „ქართული მარშის“ წევრები. ისინი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსსაც შეხვდნენ. ეპისკოპოსის განმარტებით, ჯვრის დაზიანება მიზანმიმართულად მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დატოვე კომენტარი