პატიმრების გაქცევის საქმე

გაქცეული სამი პატიმრის საქმე სასამართლოში ინაცვლებს.

იზრდება ბრალდებულთა წრე. დღეს გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდებულის ძმა, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან. დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, მან მსჯავრდებულების მხრიდან მანქანის კარის გახსნის მცდელობა დაინახა, თუმცა საკონტროლო ტერიტორია მაინც დატოვა. პროკურატურის ვერსიით, გაქცევის გეგმა სპონტანურად შემუშავდა და წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. სამივე გაქცეული წილკანში აიყვანეს. პატიმრები მაშინ გაიქცნენ, როცა საბადრაგო სამსახურმა ისინი კლინიკა „ავერსში“ კვლევების ჩასატარებლად მიიყვანა.