„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დაკავებულმა წევრმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით დატოვა
„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა დაკავებულმა წევრმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ონიანმა სხდომა გინებითა და ხმაურით, პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ონიანმა განაცხადა, „ქართული მარშის“ დაკავებული წევრები სისტემის მსხვერპლნი არიან.

რამდენიმე წუთში გიორგი ონიანი სასამართლო პროცესზე დაბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს.