„ქართული მარშის“ დაკავებული წევრების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით. დარჩებიან თუ არა ისინი პატიმრობაში, დღეს გაირკვევა. პროცესი ამ წუთებში იწყება.

საუბარია „რუსთავი ორთან“ 19 მარტს მომხდარ ინციდენტზე. დაკავებული შვიდი პირის მიმართ დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

დღევანდელ პროცესზე განიხილება მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა, თუმცა მათგან ერთს გამოძიება დამატებით ცემას, ერთს კი, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.