ქართული კულტურა, ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო, – ქართული კულტურის დღეები მინსკში წელსაც უამრავი სტუმრითა და არა ერთი სიახლით აღინიშნა.
კონცერტების პარალელურად მინსკის ცენტრში მოწყობილი იყო სხვადასხვა პავილიონი და საგამოფენო სივრცე, სადაც შეკრებილ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის წეს-ჩვეულებებსა და ისტორიას აცნობდნენ.
გალა-კონცერტის კულმინაცია სცენაზე ჯგუფ „მგზავრების“ გამოსვლა იყო. მათ ათობით ათასი სტუმრისთვის როგორც კარგად ნაცნობი ძველი, ისე ახალი კომპოზიციები შეასრულეს.