ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

1921 წლის საბჭოთა ინტერვენციის დროს დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს კოჯორში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

ცერემონიას მათთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორიც დაესწრო. მან 1921 წლის მოვლენებზე ისაუბრა და საბჭოთა მე-11 არმიისა და ქართული შენაერთების შეტაკების დროს დაღუპულ მეომრებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგო.