საბჭოთა ოკუპაცის დღე – იუნკერთა მემორიალს დღეს ყვავილებით ამკობენ

12:06, 25.02.2024

საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად სწორედ კოჯორში იკრიბებიან და იუნკერთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ პოლიტიკოსები და მოქალაქეები. ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც.

მსგავსი