დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება

შვიდი ნომინაცია და რვა დაჯილდოებული – საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგარეო უწყებამ ქართული დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოვა. შვიდი ნომინაციიდან ერთ-ერთი საქართველოს უცხოელი მეგობრის ჯილდო, ირლანდიელმა კინგლსი თომას აიკინსმა და იაპონელმა ტაკიჰიდე ჰარადამ მიიღეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული საგანძურიდან, ერთ-ერთი ექსპონატის, მოოქროვილი ფირფიტის ასლები გადაეცათ.