საბჭოთა ოკუპაციის დღეს იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად სწორედ კოჯორში იკრიბებიან და იუნკერთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ პოლიტიკოსები და მოქალაქეები. ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა.