ქართული დიასპორის ფორუმი - პრეზიდენტის განცხადება

ქართული დიასპორის ფორუმი და პრეზიდენტის კიდევ ერთი კრიტიკული გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე დაგვიანებით მივიდა, მისთვის განკუთვნილი ადგილი არ დაიკავა და მთავრობის კრიტიკისთვის ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრიბუნა გამოიყენა. სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ქართული დიასპორის გამოწვევებზე ისაუბრებდა, მინისტრთა კაბინეტს და „ქართული ოცნების“ გუნდს მიმართა და პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა. საკუთარი გამოსვლის შემდეგ ზურაბიშვილმა სამინისტრო დატოვა.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა და როგორ ეხმაურება მმართველი გუნდი გამოსვლას – ნათია ქენქაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს.