ქართული ჩაის წარმოება

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც გრძელდება. სამეგრელოში ჩაის კრეფის სეზონია. საწარმოები საკუთარ პლანტაციებში მოსავლის კრეფისა და გადამუშავების პროცესს, სოციალური დისტანცირების დაცვით წარმართავს. მკაცრად არის დაცული ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ინფექციისგან თავის დასაცავად დაწესდა. პანდემიის მიუხედავად, პროდუქციის ექსპორტზე გატანა არ შეჩერებულა.