ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“ გაიხსნა. პროექტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. უკრაინელი მონაწილეების ნამუშევრები, მხატვრების მიერ გამოგზავნილი ობიექტებისა და ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე, საქართველოში დამზადდა.