ალექსანდრე ყაზბეგისადმი მიძღვნილი გამოფენა

გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს ცნობილი ქართველი მწერლის ცხოვრების გზას კიდევ ერთხელ ახსენებს.

ლიტერატურის მუზეუმი ალექსანდრე ყაზბეგის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას მასპინძლობს. საკმაოდ მწირ ფოტომასალასთან ერთად წარმოდგენილია უნიკალური ნივთები, ჩანაწერები და ისტორიული მასალებიც.

ექსპოზიცია არის შესაძლებლობა, მკითხველმა ალექსანდრე ყაზბეგი განსხვავებული კუთხით გაიცნოს და მეტი გაიგოს მის ცხოვრებასა და სიყვარულის ისტორიაზე.

გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 7 აპრილამდე გაგრძელდება.