დავით კლდიაშვილის საიუბილეო გამოფენა

ცნობილი ქართველი მწერლის პირადი ჩანაწერები და უნიკალური მასალები – ხვალიდან ლიტერატურის მუზეუმი დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს ექსპოზიციით აღნიშნავს.

საგამოფენო სივრცეში მწერლის ხელნაწერებიც იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელი პირადად ნახავს, როგორ მუშაობდა და ასწორებდა საკუთარ ტექსტებს ავტორი. დამთვალიერებელი იხილავს მწერლის უბის წიგნაკს, ასევე წერილებს, რომელსაც დავით კლდიაშვილი საბჭოთა ხელისუფლებას წერდა. გამოფენის   მთავარი მიზანია მკითხველს მწერალი განსხვავებული კუთხით გააცნოს. ექსპოზიცია ლიტერატურულ მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.