ილია ჭავჭავაძე - გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში

გამოფენა, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 და მკვლელობიდან 115 წლისთავს ეძღვნება.

ლიტერატურის მუზეუმში მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ნაწარმოებების ილუსტრაციები და ავტოგრაფული წყაროებია წარმოდგენილი. ექსპოზიცია მემორიალურ ნივთებს, პუბლიკაციებს და მწერლის სიცოცხლის დროინდელ გამოცემებსაც აერთიანებს. გამოფენა ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ყველა ეტაპს ქრონოლოგიურად ასახავს.