ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია

ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართა ლიტერატურის მუზეუმში. კრებული კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა გამოსცა. ბრაილის შრიფტის „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარები გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, შოთა რუსთაველის საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონს.