მარო მაყაშვილის დღიურები

საქართველოს ეროვნული გმირის დღიურები პირველად ითარგმნება. 1921 წლის 19 თებერვალს რუსეთის  მე-11 არმიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე დაღუპული მარო მაყაშვილის ჩანაწერები ფრანგულ გამომცემლობა „ედიშენს მედუზაში“ გამოქვეყნდება. დღიურში ავტორი წერს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ოცნება სწორედ საფრანგეთში მოგზაურობა იყო.

ჩანაწერების წერა მარო მაყაშვილმა 16 წლის ასაკში დაიწყო – ავტორი საბჭოთა ოკუპაციამდე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და ოკუპაციის წინა დღეების მძიმე ვითარებას აღწერდა. კოჯრის მისადგომებთან დაღუპული მოწყალების დის უნიკალური ჩანაწერების დედანი ლიტერატურის მუზეუმში ინახება.