მარნეულში დღეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა.
პროექტი აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. ცენტრის გახსნას ქეთევან ციხელაშვილი, ასევე აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტის ხელმძღვანელი, პარლამენტარები, აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩები და ქვემო ქართლის გუბერნატორი ესწრებოდნენ.
ინტეგრაციის ცენტრი მრავალი მიმართულებით იმუშავებს. ადგილზე განთავსდება სპორტული და საგანმანათლებლო წრეები. ახალგაზრდები ქართულს, ინგლისურს, ზოგად უნარებს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიას შეისწავლიან.