საჩივრების განხილვა მარნეულში

18:27, 30.10.2024

უკვე რამდენიმე საათია მარნეულის 22 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. საოლქოში სულ 40 საჩივარია შესული. დღეს სხდომაზე წარმოდგენილი საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრის ავტორები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და წევრებზე საყვედურის გამოცხადებას და პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. საჩივრების განხილვა საოლქოში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც საოლქოს თავმჯდომარე აცხადებს, ისინი საერთო შედეგზე გავლენას არ მოახდენს.

მსგავსი