სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში

მარნეულში ნუშის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფელ დიდ მუღანლოში მოეწყო, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა.

საწარმო 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა, მისი შექმნისთვის კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით 500,000 ლარის ოდენობით ისარგებლა. საწარმოში, სადაც 11 ადგილობრივია დასაქმებული, წელიწადში 100 ტონა ნუშის გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. მინისტრი ფერმერებსაც შეხვდა და ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა. ნუშის საწარმოს შემდეგ ოთარ შამუგია სოფელ წერეთელს ესტუმრა, სადაც შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, „ხრამ არხის“ სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაცია დაასრულა.