მკვლელობა მარნეულში

მარნეულში მამაკაცმა მეუღლე მოკლა. შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია და მას ბრალი წარუდგინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.