26 მაისი - საზეიმო ღონისძიებები ახალქალაქსა და მარნეულში

26 მაისი საზეიმოდ აღინიშნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. დილიდან ქალაქის ცენტრში იმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა. მოწყობილია თემატური სტენდები და შემეცნებითი გამოფენები, იმართება სპორტული აქტივობები, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც.

26 მაისი აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონშიც ქალაქ მარნეულში. შესაბამისი სივრცე ქალაქის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.