საახალწლო ღონისძიებები მარნეულში

მარნეულში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ქალაქი საახალწლო განათებით მოირთო, საზეიმო ღონისძიების ფარგლებში კი ანიმაციური ფილმების ჩვენება და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. წარმოდგენილი იყო საცირკო სანახაობა და ანიმატორების შოუ. საღამო კი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით გაგრძელდა. საახალწლო კვირეული მარნეულში 29 დეკემბერს დასრულდება.