საპარლამენტო არჩევნები 2024 – როგორ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი მარნეულში

10:46, 26.10.2024

საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მარნეულშიც, სადაც უბნები დილის რვა საათზე გაიხსნა. ცოტა ხნის წინ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის დელეგატმა, ზაურ დარგალმა.

როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და იყო თუ არა რაიმე ტიპის დარღვევები საარჩევნო უბნებზე – პირდაპირ ეთერში საუბარს ბელა ზაქაიძე განაგრძობს, რომელიც მარნეულში მუშაობს.

მოამბე

მსგავსი