თბილისის საკრებულოში გოგონების საერთაშორისო ბანაკის “ქალები მეცნიერებაში” დახურვის ცერემონია გაიმართა. საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის უნარ-ჩვევების, ლიდერობის უნარების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. საერთაშორისო ბანაკში იმყოფებოდნენ 15-18 წლის გოგოები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, აშშ-ს საელჩომ, ინტელმა, გუგლმა, მაიკროსოფტმა და და მიკრობიოლოგების ამერიკულმა ასოციაციამ დააფინანსა.