ოსკარის დაჯილდოების ცერემონია

ლოს ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიისთვის ყველაფერი მზად არის. საუკეთესოებს დოლბის თეატრში რამდენიმე საათში დაასახელებენ. ფილმში ერთხელ ჰოლივუდში შესრულებული როლისთვის, პირველ ოსკარს უწინასწარმეტყველებენ ბრედ პიტს.

წითელ ხალიჩაზე ასევე ვიხილავთ მსოფლიო კინოს ვარსკვლავს, ლეონარდო დიკაპრიოს. ჯილდოს ელოდება ხუაკინ ფენიქსიც, რომელმაც ტოდ ფილიფსის ახალ ფილმში, „ჯოკერი“ განასახიერა. ოსკარის ნომინანტებს შორის პირველად მოხვდა სკარლეტ იოჰანსონი.

მსახიობი ერთდროულად ორ ნომინაციაში წარადგინეს: მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. სემ მენდესის ფილმი სახელწოდებით – 1917  აქამდე თითქმის ყველა კინო  დაჯილდოების გამარჯვებული გახდა, მათ შორის ოქროს გლობუსი და ბაფტა გადაეცა.  შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა,  რომ ამერიკის კინოაკადემიის რჩეული სურათიც სწორედ ის აღმოჩნდება.