ქვევრის ღვინის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

თბილისში, ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 29 ღვინოს -ოქროს, 175-ს  – ვერცხლის და 76-ს –  ბრინჯაოს დიპლომები გადაეცა.

კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინის”, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინის წარდგენა და ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. კონკურსში სულ 120 კომპანიის ღვინის 320 ნიმუში იყო წარდგენილი. იმ ღვინოებს, რომლებსაც კონკურსში ოქროს დიპლომები მიიღეს, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბოსტონში დაგეგმილ „ქართული ღვინის ფორუმზე“ წარადგენენ.