ოქროს გლობუსის დაჯილდოება

მასშტაბური დეკორაციებით არის მორთული სასტუმრო „ბევერლი ჰილტონი“, სადაც დღეს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ჯილდოს მარტინ სკორსეზეს, კვენტინ ტარანტინოსა და კიდევ არაერთი ცნობილი რეჟისორის ნამუშევრები. მნიშვნელოვან ნომინაციებზე წარდგენილია ჯოკერიც, რომელსაც წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მზადება ცერემონიისთვის – თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.