საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციის კანდიდატები

საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათის ტიტულის მოსაპოვებლად, წელს სულ 93 ქვეყნიდან გაგზავნილი ამდენივე სრულმეტრაჟიანი ფილმი იბრძოლებს. კინოაკადემია საბოლოო ნომინაციების ამ კატეგორიაში 15 ფინალისტს დაასახელებს, რომლიდანაც შემდეგ ხუთი საბოლოო კანდიდატი შეირჩევა. როგორც უკვე ცნობილია, „ოსკარების“ წლევანდელი ცერემონია პანდემიის გამო გადაიდო. ის 28 თებერვლის ნაცვლად ორი თვით გვიან, 25 აპრილს გაიმართება.