პროტესტი ტყიბულში - მეშახტეები „საქნახშირის“ გენდირექტორს დაუპირისპირდნენ
მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი ტყიბულში მეშახტეების აქციაზე. ქვანახშირის მოპოვებაზე დასაქმებულები კომპანია საქნახშირის გენერალურ დირექტორს დაუპირისპირდნენ. გამგეობის შენობასთან შეკრებილებს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა. მეშახტეებმა მას პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაში დახმარება და რაიონის განვითარების ალტერნატიული გეგმის შემუშავება სთხოვეს. შეგახსენებთ, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულები პროტესტს განაგრძობენ. ისინი საწარმოო პროცესი აღდგენას, უსაფრთხოების და გაცდენელი საათების ანაზღაურების გარანტიებს მოითხოვენ.
რა შედეგით დასრულდა შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან?