პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

რიონის ხეობაში საპროტესტო მუხტი იზრდება.

გუმათის დასახლებაში აღმართულ რკინის კონსტრუქციებთან ე.წ. ხმაურის აქცია დღესაც იგეგმება. რკინის ბარიერზე ხელების რტყმით „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები საკუთარ პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ და ამ ფორმით კონსტრუქციების დემონტაჟს მოითხოვენ. ისევე როგორც გუშინ, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ბარიერების მეორე მხარეს გადასვლას დღესაც შეეცდება. ადგილზე შეკრებილები სამართალდამცავებს რკინის კედლის მიღმა მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილების უფლებას სთხოვენ. მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციის ორგანიზატორები საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას და ხელისუფლებასთან და ინვესტორ კომპანიასთან დიალოგში ჩართვას გამორიცხავენ.