„მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ განცხადება

„მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას ჰესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებას რაიმე ვადას არ აძლევენ, თუმცა, მათი თქმით, თუ გონივრულ ვადაში ეს არ მოხდება, პროტესტი კვლავ კომპანია „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლებს, სადაც აქტივისტები ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ.

ვარლამ გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან საგანგებო ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მიმართავს მინისტრ დავითაშვილს, გამოვიდეს და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს.

შეგახსენებთ, რომ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ პროტესტი 15 თვეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.