კანონპროექტი „უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ“

საპროტესტო მუხტი მატულობს. ოპონენტები ხელისუფლებას რეზონანსული კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.

მკაცრდება ტონი დასავლეთიდან. საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის საფრთხეზე ამჯერად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მიუთითებს. ოპოზიცია და მესამე სექტორი სამოქმედო გეგმას აწყობენ. ორშაბათს დაგეგმილი პირველი საკომიტეტო სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. მმართველი გუნდი უცხოური გავლენების შესახებ ინიციატივის მოწინააღმდეგეებს შინაარსობრივ დისკუსიაში ჩართვას და პროექტიდან იმ პუნქტების დასახელებას სთხოვს, რომელთა გამო ოპონენტები პროექტს რუსულ კანონად აცხადებენ.

შეტევა სამოქალაქო სექტორზე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა თუ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია. რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ შარშან მასობრივი გამოსვლების შემდეგ უკან გაწვეული ინიციატივის ხელახლა წარდგენა – სადავო პროექტის ავტორები კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ. ხელისუფლება ცალკეულ დონორ ორგანიზაციებს ექსტრემიზმის და რადიკალიზმის დაფინანსებაში ღიად სდებს ბრალს.

თეონა მანაგაძე მუშაობდა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ სადავო თემაზე.