არეულობის მოწყობის საქმე

არეულობის მოწყობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგ მასალას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

უწყების ცნობით, ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას.

უფრო დეტალურად, თუ რა ინფორმაციას მოიცავს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა, თეონა ხუბულავა გვეტყვის პირდაპირ ეთერში.