აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაცია „რიონის ხეობის მცველები“. მათ ცოტა ხნის წინ ომბუდსმენი შეხვდა. შეკრებილები დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამ ეტაპზე ისინი სამინისტროს ეზოში შესვლას და კარვების შიდა ტერიტორიაზე გაშლას ითხოვენ. რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. შეგახსენებთ რიონის ხეობის მცველების’’ აქცია რამდენიმე დღეა იმართება. აპროტესტებენ რაჭის ტყის იჯარით გაცემას. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ რაჭის ტყის გასხვისება არ იგეგმება და ამ საკითხზე აქციის მონაწილეებიც ინფორმირებულები არიან.