პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას.

პროკურატურის განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა.

გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ უპასუხა.