პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ვერ მოგვარდა – უსახლკაროთა ბინებით დაკმაყოფილების მიზნით, არაერთი ინიციატივა შემუშავდა, თუმცა რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამიტომაც ამ სტატუსის მიღება დღეს ათასობით ადამიანს სურს. კრიტერიუმების დაკმაყოფილებას კი მხოლოდ ნაწილი ახერხებს. თუმცა, შეთავაზების სიმცირის გამო, ამ ადამიანებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად ლოდინი წლობით უწევთ.
თბილისის მერიამ უკვე განსაზღვრა ის მაქსიმალური ვადა, რა პერიოდშიც ამ პრობლემას მოაგვარებს – დედაქალაქის ხელისუფლებამ სპეციალური პროგრამა აამოქმედა, რომლის მიზანიც უსახლკაროების ოთხ წელიწადში დაკმაყოფილებაა. სტატუსს ამ ეტაპზე თბილისში მცხოვრები 400 ოჯახი ატარებს.