ბინების გადაცემა

ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად ბინები დაუკანონდა.  დედაქალაქის მერმა აქ მაცხოვრებლებს თავად გადასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ოჯახები ამ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ბინების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2018 წლიდან, უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს გადაეცა ბინები საკუთრებაში.

კახა კალაძის  განაცხადებით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი