განცხადება „ლეიბორისტულ პარტიაში“ 

„ლეიბორისტული პარტიიდან“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებასა და თბილისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უსახლკაროებსა და სოციალურად დაუცველებს ყურადღებას არავინ აქცევს. მათ დასახმარებლად გამოყოფილი მიზერული თანხა კი მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არ არის საკმარისი. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში, ამ საკითხის მოგვარება ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.