ბინების გადაცემა

15:33, 13.09.2022

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. პროექტის განმახორციელებელ კომპანიას – „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ კიდევ ორი სამშენებლო ობიექტი აქვს, რომლის ფარგლებშიც, საცხოვრებელი კიდევ 104 დაზარალებულს გადაეცემა. ამ დროის მონაცემებით, ალტერნატიული ფართებით უკვე 1 744 ოჯახია დაკმაყოფილებული. თბილისის მერიაში შესული 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი კი, უახლოეს ორ წელში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მსგავსი