თბილისის მერიის კიდევ ერთი პროექტი და საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს.
დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო. „ისწავლე და დასაქმდი“, – ამ პროექტის მიზანი დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტში ჩართულია ოთხი პროფესიული კოლეჯი. პროგრამა ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებში დაინტერესებული პირებისთვის მოკლევადიანი სასწავლო კურსების შეთავაზებას და შემდგომ დასაქმებას გულისხმობს.