დასაქმების ფორუმი ქალებისთვის

პრობლემები, რომლებსაც ქალები დასაქმების დროს აწყდებიან.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაოჯახების ან შვილის გაჩენის შემდეგ შექმნილი ბარიერი და ოჯახის და სამსახურის შეთავსებაა. ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ქალებს პრობლემა დეკრეტული შვებულებების დროს ექმნებათ. ცალკე საკითხია დაბალი ანაზღაურება, სტერეოტიპული მიდგომები და მაღალ პოზიციებზე ქალების სიმცირე. ყველა ამ პრობლემაზე სამსჯელოდ დღეს ქალებისთვის სპეციალური ფორუმი მოეწყო. მონაწილეებს საჯარო და კერძო სექტორებმა ასეულობით ვაკანსია შესთავაზეს.