პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო დახმარების მიღების მიზნით, კომპანიები დასაქმებულებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ირაკლი პეტრიაშვილი შესაბამის უწყებებს რეაგირებას სთხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუკი რომელიმე კომპანია შეგნებულად ათავისუფლებს თანამშრომლებს, საკუთრი ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, ამაზე მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს.