პროფესიული სასწავლებლების რეფორმა

სიახლე პროფესიული სასწავლებლებისთვის.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიულ კოლეჯებს დაამთავრებენ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. მათი დიპლომი სკოლის დიპლომს სრულად გაუთანაბრდება, ამისთვის კი აუცილებელი იქნება პროფესიის შესწავლის პარალელურად, სკოლის დამამთავრებელი კლასების პროგრამის გავლა.

რეფორმა მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.