მიხეილ ბატიაშვილის ვიზიტი აშშ-ში

კომპლექსური რეფორმის მიმართულებები გააცნო განათლების მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ხელმძღვანელს.  მიხეილ ბატიაშვილი ამერიკაში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე გააკეთა და ამერიკულ მხარეს  „ახალი სკოლის“  მოდელი და უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციაც გააცნეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ბატიაშვილი  წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, სტენფორდის უნივერსიტეტისა და აშშ-ს „სილიკონ ველის“ წარმომადგენლებსაც შეხვდება.