განათლების რეფორმა

პედაგოგებს განათლების რეფორმა გააცნებს ტყიბულში.

მასწავლებლებს სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიხეილ ბატიაშვილმა გააცნო. მინისტრმა  სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებაც  ისაუბრა. ტყიბულსა და თერჯოლაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გამოცდაზე დარეგისტრირებულია 300 პრაქტიკოსი პედაგოგი, ჯილდოს აღების სურვილი კი, 109-ზე მეტმა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა. ღონისძიებას რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი ესწრებოდნენ.