ფულად ჯილდოზე მასწავლებლების განაცხადების მიღების I ეტაპი 20 აგვისტოს სრულდება

ფულად ჯილდოზე, რომელსაც სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს სთავაზობს, განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს, 24 საათზე  სრულდება.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს,   სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ და ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

დატოვე კომენტარი