მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია დუბაიში იწყება

ცოტა ხანში გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგის ტიტულს და ჯილდოდ ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს.

მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია დუბაიში ამ წუთებში იწყება. ათ ფინალისტს შორის არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც ცერემონიამდე სხვადასხვა ფორუმში იყო ჩართული და განათლების რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობდა.